რეფორმები

დროის მონაკვეთი რეფორმა მთავრობა დაინტერესებული პირი შეჯამება
ეტაპი 2 - ფაზა 3 ელექტრონული კომერციის რეფორმა

76.2% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

6.58 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ დაიწია

ელექტრონული კომერციის რეფორმის მესამე საჯარო-კერძო დიალოგი 2023 წლის 7 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრაზე განხილული მნიშვნელოვანი თემები მოიცავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებსა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის შექმნას.
ეტაპი 2 - ფაზა 3 გადახდისუუნარობის რეფორმა

83.9% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

8.45 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

2023 წლის 20 სექტემბერს გადახდისუუნარობის რეფორმის მესამე შეფასება ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები გადახდისუუნარობის რეფორმის მნიშვნელობის შესახებ და წარმოადგინეს რეფორმის უკეთ განხორციელების შესაძლო გზები.
ეტაპი 2 - ფაზა 3 წყლის რესურსების მართვის რეფორმა

52.3% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

7.18 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

წყლის რესურსების მართვის რეფორმის მესამე საჯარო-კერძო დიალოგი 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდა. ღონისძიებამ შესაძლებლობა მისცა როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მიეღოთ ინფორმაცია წყლის რესურსების მართვის რეფორმის შესახებ და შეეფასებინათ რეფორმის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი. შეხვედრაზე კერძო სექტორის დაინტერესებულმა პირებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიაში და წარმოადგინეს თავიანთი შეფასებები რეფორმასთან დაკავშირებული მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
ეტაპი 2 - ფაზა 2 ელექტრონული კომერციის რეფორმა

57.5% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

6.95 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

ელექტრონული კომერციის რეფორმის მეორე საჯარო-კერძო დიალოგი 2023 წლის 14 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ელექტრონული კომერციის რეფორმის მნიშვნელობა საქართველოში, ელექტრონულ კომერციაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულება და ელექტრონული კომერციის სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის ძირითადი მიგნებები.
ეტაპი 2 - ფაზა 2 გადახდისუუნარობის რეფორმა

0.0% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასება არ შეცვლილა

-

8.18 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

2022 წლის 20 დეკემბერს გადახდისუუნარობის რეფორმის მეორე შეფასება ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები გადახდისუუნარობის რეფორმის მნიშვნელობის შესახებ და წარმოადგინეს რეფორმის უკეთ განხორციელების შესაძლო გზები.
ეტაპი 2 - ფაზა 2 წყლის რესურსების მართვის რეფორმა

40.4% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

6.55 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

წყლის რესურსების მართვის რეფორმის მეორე საჯარო-კერძო დიალოგი 2023 წლის 27 ივნისს ჩატარდა. ღონისძიებამ შესაძლებლობა მისცა როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მიეღოთ ინფორმაცია წყლის რესურსების მართვის რეფორმის შესახებ და შეეფასებინათ რეფორმის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი. შეხვედრაზე კერძო სექტორის დაინტერესებულმა პირებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიაში და წარმოადგინეს თავიანთი შეფასებები რეფორმასთან დაკავშირებული მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
ეტაპი 2 - ფაზა 2 რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმა

62.5% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

7.53 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

2023 წლის 26 ოქტომბერს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მეორე შეფასებითი საჯარო-კერძო დიალოგი ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეფორმის დაინტერესებული მხარეები სამთავრობო უწყებებიდან, სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ასევე RIA-ს ინდივიდუალური ექსპერტები. დამსწრეებმა შეაჯამეს რეფორმის პროგრესი და ისაუბრეს რეფორმის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.
ეტაპი 2 - ფაზა 2 კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა

35.9% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

6.0 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ დაიწია

კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის მეორე შეფასება 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგზე დამსწრეებმა განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი აქტივობები. დაინტერესებული მხარეები ჩაერთნენ დისკუსიაში სტრატეგიის მიზნებისა და მათი მიღწევის გზების შესახებ.
ეტაპი 2 - ფაზა 1 ელექტრონული კომერციის რეფორმა

0.0%

-

0.0

-
რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტრონული კომერციის ხელშეწყობას სათანადო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოსა და საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. ელექტრონული კომერციის რეფორმა მრავალი სხვადასხვა ასპექტისაგან შედგება და აერთიანებს დამნერგავი სამთავრობო უწყებების, საჯარო სექტორის დაინტერესებული მხარეების და კერძო სექტორის აქტივობებს. ეს ასპექტები მოიცავს ნაკლოვანებებს როგორც სამართლებრივ და მარეგულირებელ ჩარჩოში, ისე არაეფექტურ ქმედებებს კერძო სექტორში. დღეისათვის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ მომხმარებელთა ნდობის დაბალი დონე, რის შედეგადაც, სექტორის შიგნით ვიღებთ გამოუყენებელ პოტენციალს.
ეტაპი 2 - ფაზა 1 გადახდისუუნარობის რეფორმა

0.0%

-

7.75

გადახდისუუნარობის რეფორმას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. სხვა ჩართული მხარეები არიან აღსრულების ეროვნული ბიურო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი, და ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია (BRIPA). პროექტმა "რეფორმეტრმა" გადახდისუუნარობის რეფორმის პირველ საჯარო-კერძო დიალოგს 2021 წლის 23 დეკემბერს უმასპინძლა.
ეტაპი 2 - ფაზა 1 წყლის რესურსების მართვის რეფორმა

0.0%

-

0.0

-
კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ მიღებისთანავე ჩაანაცვლებს არსებულს, „საქართველოს კანონს წყლის შესახებ“ (რომელიც ძალაშია 1997 წლიდან) და გახდება წყლის რესურსების მართვის ახალი ჩარჩო დოკუმენტი.
ეტაპი 2 - ფაზა 1 რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმა

0.0%

-

7.32

2023 წლის 1 მარტს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პირველი შეფასება ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები რეფორმის მნიშვნელობისა და არსებული გამოწვევების შესახებ. მათ ასევე წარმოადგინეს რეფორმის უკეთ განხორციელების შესაძლო გზები.
ეტაპი 2 - ფაზა 1 ტურიზმის რეფორმა

20.8%

7.15

ტურიზმის რეფორმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს და აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათების მიმართულებას მოიცავს. რეფორმა მიზნად ისახავს, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზების განვითარების ხელშეწყობას, ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას.
ეტაპი 2 - ფაზა 1 კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა

11.7%

6.31

კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პირველი შეფასება 2023 წლის 2 ივნისს ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგზე დამსწრეებმა განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი აქტივობები. დაინტერესებული მხარეები ჩაერთნენ დისკუსიაში სტრატეგიის მიზნებისა და მათი მიღწევის გზების შესახებ.
ეტაპი 2 - ფაზა 1 მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმა

49.7%

6.76

SME განვითარების რეფორმა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიით და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ აქტივობებს მოიცავს. სტრატეგიის მიზანია, მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა და პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენა. 2023 წლის 17 ნოემბერს SME განვითარების რეფორმის პირველი შეფასება ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები რეფორმასთან დაკავშირებულ მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, ასევე რეფორმის შედეგების შეფასების საკითხებზე.

მთავრობის ანგარიშების ქრონიკა

შეფასებების ქრონიკა

სამთავრობო შეფასების მეთდოლოგია

სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • საკანონმდებლო ჩარჩო;
  • ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
  • ინსტიტუციური მოწყობა;
  • კომპეტენციის გაძლიერება.

აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან

დაინტერესებულ პირთა შეფასება

დაინტერესებულ მხარეთა გამოკითხვის ფარგლებში რეფორმის დაინტერესებული მხარეები შეფასებას ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებენ:

  • რეფორმის შინაარსი და ადეკვატურობა;
  • რეფორმის სფეროში არსებული ვითარება;
  • რეფორმის დანერგვაში მიღწეული პროგრესი;
  • რეფორმის მოსალოდნელი შედეგები.

თითოეული კომპონენტი 10-ქულიან სკალაზე ფასდება.