დამსაქმებელი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ვალდებულების დარღვევის გამო დაჯარიმდება. ამას “დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებული.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის თანახმად, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულნი იქნებიან საპენსიო ფონდში დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2%-2% შეიტანონ.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამსაქმებელი - 500 ლარით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება.