ქართული ოცნება – სოციალ–დემოკრატების“ ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
იმ განსხვავებებზე, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებით არსებობს, დღეს განმარტებები დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
„პირველი ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ჩვენს მიერ მომზადებული საპენსიო რეფორმის მიხედვით, პირველივე წელს, ამოქმედდება თუ არა სისტემა, მოქალაქეები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. მეორე განსხვავება არის ის, რომ ეს ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს, ანუ ვინც არის დაბალშემოსავლიანი, პროპორციულად უფრო მაღალ პენსიას მიიღებს, რათა ის უთანასწორობა რაც ქვეყანაშია, საპენსიო ასაკში მაინც შემცირდეს. კიდევ ერთი განსხვავება არის, რომ ჩვენი ვარიანტით საპენსიო ფონდი არის ბევრად უფრო მდგრადი, უფრო მეტი ფული გროვდება და შესაბამისად, საინვესტიციოდ ბევრად მეტი რესურსია. კიდევ არის განსხვავება ის, რომ უმუშევრობის თვალსაზრისით, თუკი 6 თვე გადის, მოქალაქის შრომითი ურთიერთობიდან, მას არ უწყდება შენატანი“, – განმარტა ბექა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს იხილავს. განხილვის საგანია ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ–დემოკრატების“ ალტერნარტნიული პროექტი.