სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები გაზრდილია 2018-10-04

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის 2018 წლის სექტემრის თვის "აგრო მიმოხილვა":

2018 წლის მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შემცირებულია 0.8%-ით, 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილია. მართალია, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სხვა სექტორებთან შედარებით უმნიშვნელოა, 2018 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელი გაცილებით აღემატება წინა წლების შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს.

გარდა გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, აღსანიშნავია ის, რომ წლევანდელი რთველი, რომელიც 20 აგვისტოს დაიწყო, პირველად, ბოლო 10 წლის განამავლობაში, მიმდინარეობს სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, რამაც გრძელვადიან პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და მევენახეებისა და ღვინის კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

სრული ანგარიშის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2ygPwmY