2018 წლის 26 ნოემბერს, რეფორმეტრის III ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის რეფორმის 82,46% არის შესრულებული, რაც წინა შეფასებაზე 7.56%-ით მეტია. დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 5,83 დაუწერა, რაც 0,2-ით აღემატება წინა ფაზის შეფასებას. მცირედით შემცირდა განწყობა რეფორმის პროგრესის მიმართ და მან 6,07 პუნქტი შეადგინა.
მიღებული სტატისტიკური მონაცემებით კი ირკვევა, რომ 2018 წლის I ნახევრის მდგომარეობით:
• აგრო-ექსპორტში დსთ-ს წილი გაზრდილია, ხოლო შემცირებულია ევროკავშირის წილი;
• უცვლელია აგრო-ექსპორტის დივერსიფიკაციის ინდექსი;
• 7000 ჰექტრითაა გაზრდილი წყალუზრუნველყოფილი ფართობი (ჯამში 127 000 ჰა);
• 120 მილიონი ლარითაა გაზრდილი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, ერთიანი აგრო-პროექტის ფარგლებში;
• უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში (ჯამში 1 % მთლიან ინვესტიციებში);
• შემცირებულია რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში.
სრული ანალიზი იხილეთ აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/2ztmFNO