2018 წლის 25 აპრილს, რეფორმეტრის მეორე ფაზა პროფესიული განათლების რეფორმის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმის 2013-17 წლების სამოქმედო გეგმის 83,3% შესრულებულია. აღნიშნული მაჩვენებელი I ფაზაში 80%-ს შეადგენდა. სულ მალე გამოქვეყნდება რეფორმის 2018-20 წლების ოფიციალური სამოქმედო გეგმა. 2018 წლის აპრილის მდგომაროებით, რეფორმის 2013-20 წლების გეგმის 52,1%-ია შესრულებული.
დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლებმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 7,37 ქულა დაუწერა და რეფორმიამ შეფასება „ძლიერი“ დაიმსახურა. 1-ფაზაში რეფორმამ 5,76 ქულა მიიღო. ქულების მიხედვით ირკვევა, რომ დაინტერესებულ ჯგუფებს რეფორმის მიმართ მაღალი მოლოდინები აქვთ (8.11 ქულა).
დეტალური შედეგები იხილეთ რეფორმის გვერდზე.