რეფორმა: პროფესიული განათლების რეფორმა (2018-04-20)

2018 წლის 25 აპრილს, რეფორმეტრის მეორე ფაზა პროფესიული განათლების რეფორმის შესრულების შეფასებით გაგრძელდა.

მთავრობის მიხედვით

სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმის 2013-17 წლების სამოქმედო გეგმის 83,3% შესრულებულია. აღნიშნული მაჩვენებელი I ფაზაში 80%-ს შეადგენდა, ხოლო რეფორმის 2013-20 წლების გეგმის 52,1%-ია შესრულებული.

მთავრობის გამოკითხვა

მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  1. ინსტიტუციური მოწყობა
  2. კომპეტენციის გაძლიერება
  3. ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
  4. სამართლებრივი ჩარჩო

აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული. 

მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.

კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.