რეფორმეტრის ფარგლებში კაპიტალის ბაზრის რეფორმა შეფასდა 2018-03-13

2018 წლის 12 მარტს, რეფორმეტრის მეორე ფაზა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის, რეფორმის 67,7% შესრულებულია. აღნიშნული მაჩვენებელი I ფაზაში 51%-ს შეადგენდა.

დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 5,00 ქულა დაუწერა, რაც წინა ფაზის შეფასებაზე მეტია, სადაც რეფორმამ 3.85 ქულა მიიღო.

დისკუსიაზე, რომელსაც დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გაიჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოსაზრებამ, რომელიც რეფორმის მიმდინარეობას უკავშირდება.

დეტალები იხილეთ რეფორმის ანგარიშში: https://goo.gl/s4MqVL