რეფორმა: კაპიტალის ბაზრის განვითარება (2018-03-12)

2018 წლის 12 მარტს, რეფორმეტრის მეორე ფაზა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. ყველაზე მეტი პროგრესი სამართლებრივი ჩარჩოს მიმართულებით მოხდა

მთავრობის მიხედვით

სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის, რეფორმის 67,7% შესრულებულია. აღნიშნული მაჩვენებელი I ფაზაში 51%-ს შეადგენდა.

მთავრობის გამოკითხვა

მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  1. ინსტიტუციური მოწყობა
  2. კომპეტენციის გაძლიერება
  3. ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
  4. სამართლებრივი ჩარჩო

აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული. 

მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.

კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.