24 მაისს, "რეფორმეტრის" ფარგლებში, ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის განხილვა გაიმართა, რომლის მიზანი იყო დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის თაობაზე, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.
ISET-ის პრეზენტაციაში განხილული იყო ბაზარზე არსებული დღევანდელი მდგომარეობა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და ბაზრის მოსალოდნელი განვითარება. ღონისძიებას, ექსპერტებთან ერთად, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები