17 თებერვალს რეფორმეტრმა ელექტრონული კომერციის რეფორმასთან დაკავშირებით პირველი გაცნობითი საჯარო-კერძო დიალოგი ჩაატარა, რომლის მიზანიც სექტორის სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის რეფორმის ქვეშ დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობების გაცნობა იყო.
შეხვედრაზე დაინტერესებული მხარეების მიერ გამოიკვეთა ელექტრონული კომერციის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მნიშვნელოვანი გამოწვევები, არასრულყოფილ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოს გარდა, მოიცავს პრობლემებს, რომლებიც კერძო სექტორში არსებული არაეფექტური ბიზნეს პროცესებიდან მომდინარეობს.