საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში 2022-05-19

19 მაისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ბათუმში მომუშავე ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და რეფორმეტრი გააცნეს.
ანა ბურდულმა, რეფორმეტრის კვლევითი გუნდის წარმომადგენლებმა, რეფორმეტრის პლატფორმაზე, რეფორმების შეფასების მეთოდოლოგიასა და პროექტის სამიზნე რეფორმებზე ისაუბრა.
შეხვედრის მიზანი რეგიონებსა და ადგილობრივ თემებში რეფორმეტრის პლატფორმის ცნობადობის გაზრდა და, ზოგადად, მიმდინარე თუ დაგეგმილ რეფორმებზე ცნობიერების ამაღლება იყო.