ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა 2018-05-21

BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 33.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.26% წინა კვირასთან შედარებით და -6.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 304 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.70 – 35.28 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.98%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 4.18%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.77% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.11% წინა კვირასთან შედარებით და -4.80% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 315 ათასს გადააჭარბა, GBP 17.22 – 17.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+11.32% წინა კვირასთან შედარებით და - 1.72% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 404 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.63 – 2.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.31% შეადგინა.

ბირჟაზე ვაჭრობის შედეგებს Galt&Taggart აქვეყნებს.