რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) გონივრული რეგულირების ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას და საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობას.
RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმა მიზნად ისახავს RIA-ს მექანიზმის ფართოდ დანერგვას და ისეთი წესებისა და პროცედურების დამკვიდრებას, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასებას საკანონმდებლო პროცესის თანმდევ, განუყოფელ ნაწილად აქცევს.
საჯარო-კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს რეფორმის დაინტერესებულმა მხარეებმა.