2019 წლის 5 ივნისს, რეფორმეტრის მესამე ფაზა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის, რეფორმის 80% შესრულებულია. აღნიშნული მაჩვენებელი II ფაზაში 67.7%-ს შეადგენდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაინერგა საერთაშორისო GMRA შიდა ბაზარზე, შემუშავდა სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია, შეიქმნა ბონდების ბაზრის ასოციაცია, კორპორატიული ბონდები დაემატა Clearstream ლინკში, ასევე, ფასიანი ქაღალდები დაემატა ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების სისტემას. პირვანდელი გეგმისგან განსხვავებით, აღარ იგეგმება წინასწარი დეპონირების პრაქტიკის გაუქმება და არ დაწყებულა იპოთეკური სესხებისთვის სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის საკითხის განხილვა.
დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 4.38 ქულა დაუწერა, რაც წინა ფაზის შეფასებაზე ნაკლებია, სადაც რეფორმამ 5.00 ქულა მიიღო.
იხილეთ დეტალური ანგარიში