10 ნოემბერს ISET Policy Instituteმა და The USAID Economic Governance Program შერატონ გრანდ მეტეხი პალასში რეფორმეტრის გაცნობით ღონისძიებას უმასპინძლეს.
ღონისძიებაზე ჩატარებულ პანელურ დისკუსიებზე მოწვეულმა სტუმრებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
რეფორმეტრის გუნდმა წარადგინა ქართული რეფორმების პროგრესის შეფასების პლატფორმა, რომელიც ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს რეფორმები დასახულ მიზნებთან მიმართებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც საჯარო სექტორის, ისე კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.