2019 წლის 18 ივლისს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეფორმეტრის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა. შეხვედრის თემა იყო "რეფორმეტრის 3 ფაზა: რა შეიცვალა ხალხისთვის?“. ISET-მა წარმოადგინა ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასების ანგარიში, რაც სადისკუსიო პანელით დაგვირგვინდა, რომელშიც სხვადასხვა დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ლიდერებმა, ექსპერტებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.