18 მაისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს რეფორმეტრი გააცნეს.
ანა ბურდულმა, რეფორმეტრის კვლევითი გუნდის წარმომადგენლებმა, რეფორმეტრის პლატფორმაზე, რეფორმების შეფასების მეთოდოლოგიასა და პროექტის სამიზნე რეფორმებზე ისაუბრა.
შეხვედრის მიზანი სტუდენტებში რეფორმეტრის პლატფორმის ცნობადობის გაზრდა და, ზოგადად, მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმებზე ცნობიერების ამაღლება იყო.