15 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები თელავში მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და რეფორმეტრი გააცნეს. ანა ბურდულმა, რეფორმეტრის კვლევითი გუნდის წარმომადგენელმა, რეფორმეტრის პლატფორმაზე, რეფორმების შეფასების მეთოდოლოგიასა და პროექტის სამიზნე რეფორმებზე ისაუბრა.
შეხვედრის მიზანი რეგიონებსა და ადგილობრივ თემებში რეფორმეტრის პლატფორმის ცნობადობის გაზრდა და, ზოგადად, მიმდინარე თუ დაგეგმილ რეფორმებზე ცნობიერების ამაღლება იყო.