რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც წყლის რესურსების მართვის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
კანონპროექტით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება და წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღება. კანონპროექტი წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელის გაფართოებასაც მოიაზრებს და წყლის დაბინძურების პრევენციის ზომებს წარადგენს.
საჯარო-კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს რეფორმის დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებმაც შეხვედრაზე რეფორმის მიმდინარეობა შეაფასეს.