რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც წყლის რესურსების მართვის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 30 ივნისს მიიღო, რომელმაც ჩაანაცვლა „საქართველოს კანონი წყლის შესახებ“ (რომელიც ძალაში იყო 1997 წლიდან) და გახდა წყლის რესურსების მართვის ახალი ჩარჩო დოკუმენტი. კანონით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება და წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღება. კანონი წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელის გაფართოებასაც მოიაზრებს და წყლის დაბინძურების პრევენციის ზომებს წარადგენს.
საჯარო-კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს რეფორმის განხორციელებაში ჩართული უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.