რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ელექტრონული კომერციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
რეფორმა მოიცავს ელექტრონული კომერციის სფეროს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას მომხმარებელთა უფლებების დაცვის, შუალედური მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისა და საგადახდო სისტემასა და საგადახდო მომსახურების მიმართულებებით. რეფორმა მიზნად ისახავს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაუმჯობესებას და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ელექტრონულ კომერციაში მომხმარებლის უფლებების მაღალი სტანდარტების დანერგვას, ასევე ელექტრონული კომერციის და ელექტრონული ტრანზაქციების მიმართ ნდობის გაზრდას.
საჯარო-კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს რეფორმის განხორციელებაში ჩართული უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს