საჯარო-კერძო დიალოგი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის შესახებ 2023-11-20

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული აქტივობები გაერთიანებულია 7 პრიორიტეტულ მიმართულებაში და მოიცავს მცირე და საშუალო საწარმოების საკანონმდელო და ინსტიტუციური ჩარჩოს, ოპერაციული გარემოს, უნარებისა და სამეწარმეო კულტურის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ექსპორტის, გაციფრულებისა და ინოვაციების, ქალთა მეწარმეობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. სტრატეგიის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა და პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენა.
საჯარო-კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში ჩართული უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.