რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა, რომელიც ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. ტურიზმის რეფორმის შეფასება მოიცავს ტურიზმის კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კოორდინაციის უზრუნველყოფას, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზების განვითარებას, ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტის განვითარებას.
ამ ეტაპზე, დაგეგმილია რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც მოიცავს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნის სამართლებრივი წინაპირობების შემუშავებას, სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობის, ტურისტული გიდების საქმიანობის რეგულირებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფას და სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირებას, ასევე აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას.
საჯარო-კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს რეფორმის დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებმაც შეხვედრაზე რეფორმის მიმდინარეობა შეაფასეს.