5 აპრილს რეფორმეტრის გუნდმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სახელმწიფო უწყებათა, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის მიზანი წყლის რესურსების მართვის საკანონმდებლო პაკეტისა და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა იყო. შეხვედრაზე რეფორმეტრის გუნდმა პროექტის ფარგლებში წყლის რესურსების მართვის რეფორმის დაგეგმილ შეფასებაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას რეფორმის პროგრესის გასაზომად შერჩეული ინდიკატორები წარუდგინა.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავს. კანონპროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის ახალი, ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული სისტემა შეიქმნება, რომელიც ევროდირექტივებსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებებს შეესაბამება.