საპენსიო რეფორმას სახელმწიფო გარანტიის მექანიზმი აკლია - პარლამენტის კომიტეტი 2018-06-11

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ უარყოფითია. კომიტეტი მხარს უჭერს რეფორმის იდეას, მაგრამ გამოთქვამს რამდენიმე შენიშვნას:

- წარმოდგენილი კანონპროექტის ერთ-ერთ გამოწვევას საპენსიო ფონდის სანდოობის საკითხი წარმოადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა და გათვალისწინებული იქნება თუ არა გრძელვადიან ჭრილში ინფლაციის მაჩვენებელი. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დადგენისას გათვალისწინებულ იქნეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და ფულის ერთეულის ღირებულება მოცემულ პერიოდში.

- ეროვნული ბანკი არ ახორციელებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასებას. სასურველია ეროვნული ბანკის ზედამხედველობის მექანიზმი გავრცელდეს საპენსიო აქტივების მართვის შემთხვევაშიც და ბანკმა ყოველწლიურად წარმოადგნოს
საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიში საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის შესახებ.

- დაგროვებითი პენსიის ძირითად კონცეფციაში ნათლად უნდა ჩანდეს ბენეფიციარების მიერ ფონდში შეტანილი თანხების გარანტირებულად დაბრუნების მექანიზმი და გაწერილი იყოს სახელმწიფო გარანტიის ამოქმედება იმ შემთხვევაში თუ ფონდი ვერ უზუნველყოფს თანხების ანაზღაურება/დაბრუნებას.