2019 წლის 20 ივნისს, რეფორმეტრის III ფაზა საპენსიო რეფორმის შეფასებით დასრულდა.
სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმის 82.4%-ია შესრულებულია და ეს მაჩვენებელი II ფაზის შემდეგ გაიზარდა (38.8%).
რეფორმის სამოქმედო გეგმის დიდი ნაწილი შესრულდა და დარჩენილია შემდეგი აქტივობები:
1. კასტოდიანი ბანკისა და ცენტრალური დეპოზიტარის შერჩევა
2. აქტივების მმართველი კომპანიების შერჩევა ამ ეტაპზე არ მოხდება და შეიქმნება საინვესტიციო სამსახური
3. საინვესტიციო პარამეტრების და რისკმენეჯმენტის მოთხოვნების შემუშავება
4. სოციალური პენსიის ინდექსაციის მექანიზმის შემუშავება
დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 5.89 ქულა დაუწერა, რაც წინა ფაზის შეფასებაზე მეტია, სადაც რეფორმამ 4.10 ქულა მიიღო.
დეტალური ანგარიში იხილეთ რეფორმის გვერდზე.