24 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ოზურგეთში მომუშავე ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და რეფორმეტრი გააცნეს.
ლევან თევდორაძემ, რეფორმეტრის გუნდის წევრმა, რეფორმეტრის პლატფორმაზე, რეფორმების შეფასების მეთოდოლოგიასა და პროექტის სამიზნე რეფორმებზე ისაუბრა.
შეხვედრის მიზანი რეგიონებსა და ადგილობრივ თემებში რეფორმეტრის პლატფორმის ცნობადობის გაზრდა და, ზოგადად, მიმდინარე თუ დაგეგმილ რეფორმებზე ცნობიერების ამაღლება იყო.