რეფორმა: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმა (2023-11-17)

SME განვითარების რეფორმა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიით და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ აქტივობებს მოიცავს. სტრატეგიის მიზანია, მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა და პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენა. 

2023 წლის 17 ნოემბერს  SME განვითარების რეფორმის პირველი შეფასება ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები რეფორმასთან დაკავშირებულ მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, ასევე რეფორმის შედეგების შეფასების საკითხებზე.

მთავრობის მიხედვით

სამთავრობო კვლევის მიხედვით ამ ეტაპისთვის, SME განვითარების სტრატეგიის 2021-2022 და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული აქტივობების 49.7%-ია შესრულებული. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინსტიტუციური მოწყობის მიმართულებით დაფიქსირდა.

სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • საკანონმდებლო ჩარჩო;
  • ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
  • ინსტიტუციური მოწყობა;
  • კომპეტენციის გაძლიერება.

აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან