რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც გადახდისუუნარობის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. შეხვედრაზე ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (BRIPA), აღსრულების ეროვნული ბიუროს, შემოსავლების სამსახურისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებმა გადახდისუუნარობის რეფორმის შედეგებსა და პრაქტიკაში მის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. რეფორმეტრის გუნდმა კი გადახდისუუნარობის რეფორმის შეფასების ობიექტური ინდიკატორები წარადგინა. საჯარო-კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს გადახდისუუნარობის რეფორმის დაინტერესებულმა მხარეებმა.