რეფორმა: გადახდისუუნარობის რეფორმა (2023-09-20)

2023 წლის 20 სექტემბერს გადახდისუუნარობის რეფორმის მესამე შეფასება ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები გადახდისუუნარობის რეფორმის მნიშვნელობის შესახებ და წარმოადგინეს რეფორმის უკეთ განხორციელების შესაძლო გზები.

მთავრობის მიხედვით

რეფორმის განმახორციელებელი უწყებების გამოკითხვის მიხედვით ამ ეტაპისთვის, რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების 83.9%-ია შესრულებული. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინსტიტუციური მოწყობისა და საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს განზომილებების ქვეშ დაგეგმილ აქტივობებში დაფიქსირდა.

სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • საკანონმდებლო ჩარჩო;
  • ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
  • ინსტიტუციური მოწყობა;
  • კომპეტენციის გაძლიერება.

აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან