2018 წლის 19 დეკემბერს, რეფორმეტრის მესამე ფაზა პროფესიული განათლების რეფორმის შესრულების შეფასებით გაგრძელდა.
სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის, რეფორმის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის 70%-ია შესრულებული.
დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 6,5 ქულა დაუწერა, რაც უფრო მცირეა, ვიდრა წინა შეფასება. განწყობები შემცირებულია ყველა კომპონენტში.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, რომელსაც, დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად, განათლებისა მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე ესწრებოდნენ. სამინისტრომ წარადგინა პროფესიულ განათლებაში ზრდასრულთა სწავლების მოდელის საკუთარი ხედვა, რომელიც კერძო სექტორს არსებული მომზადების ფორმალიზების საშუალებას მისცემს. მონაწილეებმა არაერთ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვეს ხაზი.
დეტალური ანგარიში იხილეთ აქ -> https://bit.ly/2ztmFNO