რეფორმა: პროფესიული განათლების რეფორმა (2018-12-18)

2018 წლის 19 დეკემბერს, რეფორმეტრის მესამე ფაზის ფარგლებში, პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობა შეფასდა

მთავრობის მიხედვით

სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის, რეფორმის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის 70%-ია შესრულებული, ხოლო რეფორმის სრული, 2013-21 წლების გეგმის 55,65%-ია შესრულებული.

მთავრობის გამოკითხვა

მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  1. ინსტიტუციური მოწყობა
  2. კომპეტენციის გაძლიერება
  3. ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
  4. სამართლებრივი ჩარჩო

აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული. 

მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.

კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.