პროექტ „რეფორმეტრის“ მენეჯერმა გიგლა მიქაუტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიწვევით, 9-14 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო საერთაშორიოს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ერთობლივ შეკრებაში აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში.
ერთი კვირის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, მთავრობების ფისკალურ პოლიტიკაზე და სიღარიბის დაძლევის გზებზე. ღონისძიებას სამთავრობო დელეგაციებთან ერთად ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გიგლა მიქაუტაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის ფარგლებში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 27 ქვეყნიდან გააცნო „რეფორმეტრის“ კონცეფცია და უპასუხა დასმულ კითხვებს.