რეფორმა: კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა (2023-06-02)
კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პირველი შეფასება 2023 წლის 2 ივნისს ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგზე დამსწრეებმა განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი აქტივობები. დაინტერესებული მხარეები ჩაერთნენ დისკუსიაში სტრატეგიის მიზნებისა და მათი მიღწევის გზების შესახებ.
მთავრობის მიხედვით
სამთავრობო კვლევის მიხედვით ამ ეტაპისთვის, საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების 11.7%-ია შესრულებული. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართულებით დაფიქსირდა.
სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- საკანონმდებლო ჩარჩო;
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
- ინსტიტუციური მოწყობა;
- კომპეტენციის გაძლიერება.
აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან