რეფორმა: კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა (2023-12-19)
კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის მეორე შეფასება 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგზე დამსწრეებმა განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი აქტივობები. დაინტერესებული მხარეები ჩაერთნენ დისკუსიაში სტრატეგიის მიზნებისა და მათი მიღწევის გზების შესახებ.
მთავრობის მიხედვით
სამთავრობო კვლევის თანახმად, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმების ქვეშ დაგეგმილი აქტივობების 35.9% შესრულებულია. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საკანოდმდებლო ჩარჩოს (51,8%) კომპონენტით დაგეგმილ აქტივობებში დაფიქსირდა. დადებითად შეფასდა ინსტიტუციურ მოწყობასა და კომპეტენციის გაძლიერებასთან დაკავშირებული აქტივობები. თუმცა, ინფრასტრუქტურისა და ბიუჯეტის მიმართულება, რომელიც 2024 წელს მხოლოდ ორ დაგეგმილ აქტივობას მოიცავს, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით შეფასდა.
სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- საკანონმდებლო ჩარჩო;
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
- ინსტიტუციური მოწყობა;
- კომპეტენციის გაძლიერება.
აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან