რეფორმა: ტურიზმის რეფორმა (2023-05-18)

ტურიზმის რეფორმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს და აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათების მიმართულებას მოიცავს. რეფორმა მიზნად ისახავს, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზების განვითარების ხელშეწყობას, ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას. 

მთავრობის მიხედვით

სამთავრობო კვლევის მიხედვით ამ ეტაპისთვის, რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების 20.8%-ია შესრულებული. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოსა და ინფრასტუქტურა და ბიუჯეტის მიმართულებებში დაფიქსირდა.

სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • საკანონმდებლო ჩარჩო;
  • ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
  • ინსტიტუციური მოწყობა;
  • კომპეტენციის გაძლიერება.

აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან