რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ პირველ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც გადახდისუუნარობის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს, ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებმა გადახდისუუნარობის რეფორმასა და მის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. რეფორმეტრის გუნდმა კი დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის შეფასების ობიექტური ინდიკატორები წარუდგინეს. საჯარო-კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს გადახდისუუნარობის რეფორმის დაინტერესებულმა მხარეებმა.