2018 წლის 2 თებერვალს, რეფორმეტრის მეორე ფაზა მცირე და საშუალო მეწარმეთა/ინოვაციების განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა.
სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის, 2020 წლამდე გაწერილი რეფორმის 39.2% არის შესრულებული. აღნიშნული მაჩვენებელი I ფაზაში (6 თვის წინ) 24.7%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური მოწყობის, კომპეტენციის გაძლიერებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში პროგრესის ერთნაირი ტემპი შეინიშნება - აღნიშნულ კომპონენტებში რეფორმის 40% არის შესრულებული. გასათვალისინებელია, რომ სტრატეგიის ფარგლებში 2020 წლისათვის დაგეგმილი სამიზნე ინდიკატორები, 2016 წლის მდგომარეობით, უკვე შესრულებულია.
დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 4.33 ქულა დაუწერა, რაც მცირედით ჩამოუვარდება წინა ფაზის შეფასებას, სადაც რეფორმამ 4.78 ქულა მიიღო.
რეფორმვერდიქტი - მთავრობის ერთიანი შეფასება მცირედით შემცირდა და მან 4.71 შეადგენს. აღნიშნული შემცირება გამოწვეულია მცირე და საშუალო ბიზნესის/ინოვაციების რეფორმის მეორე ფაზაშო შეფასების შემცირებით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ რეფორმის გვერდზე.