რეფორმა: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება (2018-02-01)
2018 წლის 2 თებერვალს, რეფორმეტრის მეორე ფაზა მცირე და საშუალო მეწარმეთა/ინოვაციების განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა.
მთავრობის მიხედვით
სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის, 2020 წლამდე გაწერილი რეფორმის 39.2% არის შესრულებული. აღნიშნული მაჩვენებელი I ფაზაში (6 თვის წინ) 24.7%-ს შეადგენდა.
მთავრობის გამოკითხვა
მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ინსტიტუციური მოწყობა
- კომპეტენციის გაძლიერება
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
- სამართლებრივი ჩარჩო
აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული.
მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.
კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.