რეფორმვერდიქტი: ეტაპი 1 - ფაზა 3
          
        
      
    რეფორმვერდიქტის ისტორია
| რეფორმა | მთავრობა | დაინტერესებული პირი | შეჯამება | 
|---|---|---|---|
| მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება | 100.0 | 6.89 | 2019 წლის 4 აპრილს, რეფორმეტრის III ფაზა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. სრული ანალიზი იხილეთ ანგარიშში. | 
| სოფლის მეურნეობის განვითარება | 82.46 | 5.83 | 2018 წლის 26 ნოემბერს, რეფორმეტრის III ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო. ამ ეტაპისთვის რეფორმის 82,46% არის შესრულებული. სრული ანალიზი იხილეთ ანგარიშში. | 
| კაპიტალის ბაზრის განვითარება | 80.0 | 4.38 | 2019 წლის 5 ივნისს, რეფორმეტრის მესამე ფაზა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. | 
| საპენსიო რეფორმა | 82.4 | 5.89 | 2019 წლის 20 ივნისს, რეფორმეტრის III ფაზა საპენსიო რეფორმის შეფასებით დასრულდა. | 
| პროფესიული განათლების რეფორმა | 55.65 | 6.5 | 2018 წლის 19 დეკემბერს, რეფორმეტრის მესამე ფაზის ფარგლებში, პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობა შეფასდა | 
| ტურიზმის რეფორმა | 0.0 | 0.0 | 2019 წლის 25 აპრილს, ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პირველადი წარდგენა და შეფასება მოხდა. | 
სამთავრობო კვლევის მეთოდოლოგია
მთავრობის გამოკითხვა
მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ინსტიტუციური მოწყობა
- კომპეტენციის გაძლიერება
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
- სამართლებრივი ჩარჩო
აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული.
მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.
კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.
დაინტერესებულ პირთა შეფასება
-თითოეულ რეფორმას ჰყავს მინიმუმ 15 კაციანი შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც დაკომლექტებულია იმ ადამიანებით, ვისზეც რეფორმა პირდაპირ ან ირიბად ახდენს გავლენას და ვინც უშუალოდ არ მონაწილეობს რეფორმის განხორციელებაში.
ჯგუფი 6 თვეში ერთხელ იკრიბება ISET-ში, სადაც პროექტის გუნდი წარადგენს რეფორმასთან დაკავშირებულ განახლებულ მონაცემებს:
- სამთავრობო კვლევის შედეგებს: კითხვარის პასუხები, რომლითაც დგინდება მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა;
- ობიექტურ ინდიკატორებს: რეფორმასთან პირდაპირ დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები.
ჯგუფის თითოეული წევრი ანონიმურად აფასებს (ქულას უწერს) რეფორმას შემდეგ სამ კითხვაზე პასუხის გაცემით:
- როგორ შეაფასებდით რეფორმის სფეროში არებულ ამჟამინდელ მდგომარეობას?
- როგორ აფასებთ რეფორმის შესრულების პროგრესს?
- მიაღწევს თუ არა რეფორმა სტრატეგიით განსაზღვრულ შედეგებს?
თითოეული რეფორმის საბოლოო ქულა შეადგენს დაინტერესებულ პირთა მიერ დაწერილი ქულების საშუალო არითმეტიკულს.
ზოგადი შეფასება აისახება "რეფორმვერდიქტში“ - რეფორმების ინდივიდუალური შეფასების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი. მისი განახლება ხდება ყოველთვიურად თითოეული რეფორმის შეფასების შემდეგ. რეფორმვერდიქტი მოიცავს როგორც ზოგად ქულას, ასევე შეფასებას შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
- არსებული ვითარება
- რეფორმის პროგრესი
- მოსალოდნელი შედეგები