რეფორმა: სოფლის მეურნეობის განვითარება (2018-11-26)

2018 წლის 26 ნოემბერს, რეფორმეტრის III ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო. ამ ეტაპისთვის რეფორმის 82,46% არის შესრულებული. სრული ანალიზი იხილეთ ანგარიშში.

მთავრობის მიხედვით

სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის რეფორმის 82,46% არის შესრულებული. წინა შეფასების დროს, აღნიშნული მაჩვენებელი 74,9%-ს შეადგენდა. დეტალები იხილეთ მიმაგრებულ ანგარიშში.

მთავრობის გამოკითხვა

მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  1. ინსტიტუციური მოწყობა
  2. კომპეტენციის გაძლიერება
  3. ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
  4. სამართლებრივი ჩარჩო

აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული. 

მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.

კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.