რეფორმა: ელექტრონული კომერციის რეფორმა (2023-06-14)

ელექტრონული კომერციის რეფორმის მეორე საჯარო-კერძო დიალოგი 2023 წლის 14 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ელექტრონული კომერციის რეფორმის მნიშვნელობა საქართველოში, ელექტრონულ კომერციაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულება და ელექტრონული კომერციის სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის ძირითადი მიგნებები.

მთავრობის მიხედვით

სამთავრობო კვლევის მიხედვით ამ ეტაპისთვის, რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების 57.5%-ია შესრულებული. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინსტიტუციური მოწყობისა და საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს განზომილებების ქვეშ დაგეგმილ აქტივობებში დაფიქსირდა

სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • საკანონმდებლო ჩარჩო;
  • ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
  • ინსტიტუციური მოწყობა;
  • კომპეტენციის გაძლიერება.

აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან