რეფორმა: ელექტრონული კომერციის რეფორმა (2023-12-07)
ელექტრონული კომერციის რეფორმის მესამე საჯარო-კერძო დიალოგი 2023 წლის 7 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრაზე განხილული მნიშვნელოვანი თემები მოიცავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებსა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის შექმნას.
მთავრობის მიხედვით
სამთავრობო კვლევის მიხედვით ამ ეტაპისთვის, რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების 76.2%-ია შესრულებული. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს და ინსტიტუციური მოწყობის განზომილებების ქვეშ დაგეგმილ აქტივობებში დაფიქსირდა.
სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- საკანონმდებლო ჩარჩო;
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
- ინსტიტუციური მოწყობა;
- კომპეტენციის გაძლიერება.
აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან