რეფორმა: კაპიტალის ბაზრის განვითარება (2017-05-17)
რეფორმას ახორციელებენ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის" ფარგლებში, რომელიც მიღებულ იქნა 2016 წელს.
დაინტერესებულ მხარეთა მიხედვით
უნდა გადაიხედოს საკანონმდებლო და მარეგულირებელი სისტემა, რათა შეიქმნას უფრო მეტად ხელშემწყობი გარემო და ასევე, დაუახლოვდეს ევროკავშირის სისტემას. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს ემიტენტების გამჭვირვალობა და დაწესდეს ზოგადი სტანდარტები.
-თითოეულ რეფორმას ჰყავს მინიმუმ 15 კაციანი შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც დაკომლექტებულია იმ ადამიანებით, ვისზეც რეფორმა პირდაპირ ან ირიბად ახდენს გავლენას და ვინც უშუალოდ არ მონაწილეობს რეფორმის განხორციელებაში.
ჯგუფი 6 თვეში ერთხელ იკრიბება ISET-ში, სადაც პროექტის გუნდი წარადგენს რეფორმასთან დაკავშირებულ განახლებულ მონაცემებს:
- სამთავრობო კვლევის შედეგებს: კითხვარის პასუხები, რომლითაც დგინდება მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა;
- ობიექტურ ინდიკატორებს: რეფორმასთან პირდაპირ დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები.
ჯგუფის თითოეული წევრი ანონიმურად აფასებს (ქულას უწერს) რეფორმას შემდეგ სამ კითხვაზე პასუხის გაცემით:
- როგორ შეაფასებდით რეფორმის სფეროში არებულ ამჟამინდელ მდგომარეობას?
- როგორ აფასებთ რეფორმის შესრულების პროგრესს?
- მიაღწევს თუ არა რეფორმა სტრატეგიით განსაზღვრულ შედეგებს?
თითოეული რეფორმის საბოლოო ქულა შეადგენს დაინტერესებულ პირთა მიერ დაწერილი ქულების საშუალო არითმეტიკულს.
ზოგადი შეფასება აისახება "რეფორმვერდიქტში“ - რეფორმების ინდივიდუალური შეფასების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი. მისი განახლება ხდება ყოველთვიურად თითოეული რეფორმის შეფასების შემდეგ. რეფორმვერდიქტი მოიცავს როგორც ზოგად ქულას, ასევე შეფასებას შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
- არსებული ვითარება
- რეფორმის პროგრესი
- მოსალოდნელი შედეგები
-
გიორგი ხიშტოვანი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ირაკლი კირტავა
Galt & Taggart
-
ირაკლი მექვაბიშვილი
EBRD
-
იაროსლავა ბაბიჩ
ISET
-
არჩილ ბაკურაძე
მსო "კრისტალი"
-
მარინა გულედანი
CFS Investment Bank
-
გიორგი ცუცქირიძე
საქართველოს ბანკების ასოციაცია
-
ვასილ რევიშვილი
Thales Investments
-
გიორგი ფარესიშვილი
საქართველოს საფონდო ბირჟა
-
აიეტ კუკავა
ალიანს გრუპ ჰოლდინგი
-
ეფრემ ურუმაშვილი
ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები
-
მირიან გოგიაშვილი
საპარტნიორო ფონდი
-
გივი კორინთელი
მწვანე კაპიტალი
შედეგები
ის ობიექტური და რაოდენობრივი მონაცემები, რომლებიც პირდაპირ და ირიბად ასახავს რეფორმის განხორციელების ეფექტურობას.