რეფორმა: რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმა (2023-10-26)
2023 წლის 26 ოქტომბერს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მეორე შეფასებითი საჯარო-კერძო დიალოგი ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეფორმის დაინტერესებული მხარეები სამთავრობო უწყებებიდან, სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ასევე RIA-ს ინდივიდუალური ექსპერტები. დამსწრეებმა შეაჯამეს რეფორმის პროგრესი და ისაუბრეს რეფორმის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.
მთავრობის მიხედვით
რეფორმის განმახორციელებელი უწყებების კვლევის მიხედვით, RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების 62,5% შესრულებულია. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინსტიტუციური მოწყობის (94%) კომპონენტის ქვეშ დაგეგმილ აქტივობებში დაფიქსირდა, შესრულების მაღალი მაჩვენებელია სამართლებრივი ჩარჩოს (71,4%) ნაწილშიც. კომპეტენციის გაძლიერებისა (36,4%) და ინფრასტრუქტურისა და ბიუჯეტის (28,6%) ქვეშ დაგეგმილი აქტივობების შეფასების შემთხვევაში არსებობს ჩამორჩენა.
სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- საკანონმდებლო ჩარჩო;
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
- ინსტიტუციური მოწყობა;
- კომპეტენციის გაძლიერება.
აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან