რეფორმა: რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმა (2024-03-19)

2024 წლის 19 მარტს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მესამე შეფასებითი საჯარო-კერძო დიალოგი ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეფორმის დაინტერესებული მხარეები სამთავრობო უწყებებიდან, სამოქალაქო ორგანიზაციებიდან. დამსწრეთა შორის იყვნენ RIA-ს ინდივიდუალური ექსპერტები. დიალოგის მონაწილეებმა შეაჯამეს რეფორმის პროგრესი და ისაუბრეს რეფორმის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.

მთავრობის მიხედვით

მესამე საჯარო-კერძო დიალოგის მდგომარეობით, რეფორმის განმახორციელებელი უწყებების კვლევის  მიხედვით, RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების 70% შესრულებულია. შესრულების მაქსიმალური მაჩვენებელი ინსტიტუციური მოწყობის (100%) კომპონენტის ქვეშ დაგეგმილ აქტივობებში დაფიქსირდა, შესრულების მაღალი მაჩვენებელია სამართლებრივი ჩარჩოს (71,4%) ნაწილშიც, თუმცა აღნიშნულ კომპონენტში შეინიშნება სტაგნაცია წინა შეფასებასთან მიმართებით. პროგრესირებს კომპეტენციის გაძლიერებისა (54.5%) კომპონენტი, ხოლო ინფრასტრუქტურისა და ბიუჯეტის (28,6%) ქვეშ დაგეგმილი აქტივობების შეფასების შემთხვევაში არსებობს ჩამორჩენა.

სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • საკანონმდებლო ჩარჩო;
  • ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
  • ინსტიტუციური მოწყობა;
  • კომპეტენციის გაძლიერება.

აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან