რეფორმვერდიქტი: 2017 ფაზა 1
რეფორმეტრის მიერ შეფასებული რეფორმები: მცირე და საშუალო ბიზნესის/ინოვაციების განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა და კიდევ ბევრი სხვა მალე...
რეფორმვერდიქტის ისტორია
რეფორმა | მთავრობა | დაინტერესებული პირი | შეჯამება |
---|---|---|---|
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება |
24.72 |
4.78 |
რეფორმას ახორციელებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასთან არსებული აწარმოე საქართველოში და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოები. |
სოფლის მეურნეობის განვითარება |
69.5 |
5.41 |
რეფორმას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო "საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015 - 2020 წწ"-ის ფარგლებში. |
კაპიტალის ბაზრის განვითარება |
51.0 |
3.85 |
რეფორმას ახორციელებენ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის" ფარგლებში, რომელიც მიღებულ იქნა 2016 წელს. |
საპენსიო რეფორმა |
38.8 |
3.97 |
რეფორმას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად |
პროფესიული განათლების რეფორმა |
50.0 |
5.76 |
რეფორმას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში |
სამთავრობო კვლევის მეთოდოლოგია
მთავრობის გამოკითხვა
მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ინსტიტუციური მოწყობა
- კომპეტენციის გაძლიერება
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
- სამართლებრივი ჩარჩო
აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული.
მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.
კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.
დაინტერესებულ პირთა შეფასება
თითოეულ რეფორმას ჰყავს მინიმუმ 15 კაციანი შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც დაკომლექტებულია იმ ადამიანებით, ვისზეც რეფორმა პირდაპირ ან ირიბად ახდენს გავლენას და ვინც უშუალოდ არ მონაწილეობს რეფორმის განხორციელებაში.
ჯგუფი 6 თვეში ერთხელ იკრიბება ISET-ში, სადაც პროექტის გუნდი წარადგენს რეფორმასთან დაკავშირებულ განახლებულ მონაცემებს:
- სამთავრობო კვლევის შედეგებს: კითხვარის პასუხები, რომლითაც დგინდება მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა;
- ობიექტურ ინდიკატორებს: რეფორმასთან პირდაპირ დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები.
ჯგუფის თითოეული წევრი ანონიმურად აფასებს (ქულას უწერს) რეფორმას შემდეგ სამ კითხვაზე პასუხის გაცემით:
- როგორ შეაფასებდით რეფორმის სფეროში არებულ ამჟამინდელ მდგომარეობას?
- როგორ აფასებთ რეფორმის შესრულების პროგრესს?
- მიაღწევს თუ არა რეფორმა სტრატეგიით განსაზღვრულ შედეგებს?
თითოეული რეფორმის საბოლოო ქულა შეადგენს დაინტერესებულ პირთა მიერ დაწერილი ქულების საშუალო არითმეტიკულს.
ზოგადი შეფასება აისახება "რეფორმვერდიქტში“ - რეფორმების ინდივიდუალური შეფასების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი. მისი განახლება ხდება ყოველთვიურად თითოეული რეფორმის შეფასების შემდეგ. რეფორმვერდიქტი მოიცავს როგორც ზოგად ქულას, ასევე შეფასებას შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
- არსებული ვითარება
- რეფორმის პროგრესი
- მოსალოდნელი შედეგები