რეფორმა: პროფესიული განათლების რეფორმა (2017-10-04)

რეფორმას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში

მთავრობის მიხედვით

მთავრობის გამოკითხვა

მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  1. ინსტიტუციური მოწყობა
  2. კომპეტენციის გაძლიერება
  3. ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
  4. სამართლებრივი ჩარჩო

აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული. 

მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.

კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.