რეფორმვერდიქტი: ეტაპი 2 - ფაზა 2
რეფორმვერდიქტი: ეტაპი 2 - ფაზა 2
რეფორმვერდიქტის ისტორია
რეფორმა | მთავრობა | დაინტერესებული პირი | შეჯამება |
---|---|---|---|
გადახდისუუნარობის რეფორმა |
0.0 |
8.18 |
2022 წლის 20 დეკემბერს გადახდისუუნარობის რეფორმის მეორე შეფასება ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები გადახდისუუნარობის რეფორმის მნიშვნელობის შესახებ და წარმოადგინეს რეფორმის უკეთ განხორციელების შესაძლო გზები. |
სამთავრობო შეფასების მეთდოლოგია
სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- საკანონმდებლო ჩარჩო;
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
- ინსტიტუციური მოწყობა;
- კომპეტენციის გაძლიერება.
აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან
დაინტერესებულ პირთა შეფასება
დაინტერესებულ მხარეთა გამოკითხვის ფარგლებში რეფორმის დაინტერესებული მხარეები შეფასებას ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებენ:
- რეფორმის შინაარსი და ადეკვატურობა;
- რეფორმის სფეროში არსებული ვითარება;
- რეფორმის დანერგვაში მიღწეული პროგრესი;
- რეფორმის მოსალოდნელი შედეგები.
თითოეული კომპონენტი 10-ქულიან სკალაზე ფასდება.